saqarTvelos mwvervalebi - rusTavis mwvervali

 

რუსთავის მწვერვალი - მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის განშტოების შავანის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სათავე 3900 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. გზა ადის მდინარე ხდის (თერგის მარჯვენა შენაკადი) სათავიდან. 1953 წელს ქალაქ რუსთავის მელითონეთა ჯგუფმა (ხელმძღვანელი გ. მელია) მოაწყო ზამთრის მასობრივი ასვლა და მწვერვალს ქალაქ რუსთავის სახელი უწოდეს. მის დალაშქვრაში მონაწილეობდა ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ალპინისტი მარო ტყავაძე.